FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მედიაციის შესახებ

article  15

მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
1. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (შემდგომ − აღმასრულებელი საბჭო) უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას.
2. აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციებია:
    ა) მედიატორთა ასოციაციის კოლეგიური წესით მართვა;
    ბ) მედიატორთა ასოციაციის საშტატო ნუსხის დამტკიცება;
    გ) მედიატორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება;
    დ) მედიაციის სფეროში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მედიატორებისათვის გაცნობა;
    ე) მედიაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
    ვ) დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტის მიერ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემოწმება და მის ორგანიზებასა და ჩატარებაზე თანხმობის გაცემა;
    ზ) იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს;
მედიაციის შესახებ

article  15

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა;
    ი) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორის მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება და მედიატორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მედიატორთა ასოციაციის წესდებით შესაბამისი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს დელეგირებული;
    კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მედიატორის უფლებების დაცვა;
    ლ) სასამართლო მედიაციის განვითარებისა და მედიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებისათვის წარდგენა.
3. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
4. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმასრულებელი საბჭოს სამდივნო.
მედიაციის შესახებ

article  15

5. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, აგრეთვე აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით.