Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 12 1. ამ კანონით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ეს აკრძალვა არ ვრცელდება აღნიშნული დოკუმენტის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირისთვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ამ მუხლის ამოქმედებამდე ცვლილების შეტანით მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. აღნიშნული აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირისთვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის მიმართ ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 12 2. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული. |