Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადვოკატთა შესახებ article 3 საადვოკატო საქმიანობის პრინციპები. საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; გ) პროფესიული კომპეტენტურობა; დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. |