Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 6 მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა. 1. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდგომ − სამედიცინო მოწმობა), რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მის მიერ გემზე შესასრულებელ მოვალეობებს. 2. თუ სამედიცინო მოწმობა გაცემულია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისადა ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ან/და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას. 3. მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტებისა და „მეზღვაურთა ზღვაში გასვლის წინა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ინსტრუქციის, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო ინსტრუქციების შესაბამისად. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 6 4. ამ კანონის მიზნებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებს. 5. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად სამედიცინო მოწმობას გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული უფლებამოსილი ექიმი, ხოლო თუ სამედიცინო მოწმობა მხოლოდ მხედველობას ეხება − სააგენტოს მიერ სათანადო ცნობის გასაცემად შერჩეული პირი. 6. შერჩევის კანდიდატი ექიმი სამედიცინო დასკვნის გაკეთებისას სრული პროფესიული დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს. 7. სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, ქართულ გემზე საქმიანობისთვის აღიაროს სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლების გარეთ იმ ექიმის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კონვენციის წევრ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოშია უფლებამოსილი, გასცეს სამედიცინო მოწმობა. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 6 9. მეზღვაურს, რომელსაც უარი ეთქვა სამედიცინო მოწმობის გაცემაზე ან მიიღო სამედიცინო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის შეზღუდულ შრომისუნარიანობას, კერძოდ, სამუშაო დროის, სამუშაოს სახეობისა და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, უფლება აქვს, გაიაროს ახალი გამოკვლევა სააგენტოს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექიმთან ან ასეთი ექიმებისგან შემდგარ კომისიასთან. 10. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეზღვაურის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო ან ეს განსაზღვრულია STCW კონვენციით, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 18 წლამდე მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია. 11. მეზღვაურის მიერ ფერების აღქმის სერტიფიცირების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. 12. გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო მეზღვაურზე გასცეს ნებართვა, გააგრძელოს მუშაობა მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება; ბ) სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არაუმეტეს 3 თვის წინ გავიდა. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 6 13. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის დროს ამოიწურა, ეს სამედიცინო მოწმობა ძალაში დარჩება მეზღვაურის მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მას შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება. 14. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. |