FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  232

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში.
1. 2025 წლის 1 იანვრამდე:
    ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახით;
    ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას;
    გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას  პირს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და იგი ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე;
    დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით;
    ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხი პირის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
    ვ) პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  232

2. თუ პირი 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად:
    ა) მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც მას ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
    ბ) მის მიერ თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. მას ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    გ) მას შეიძლება მიენიჭოს საშუალო სპეციალური წოდება, თუ იგი საკონტრაქტო მოსამსახურეა;
    დ) მასზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოქმედება.
3. წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას დებს სამხედრო ფიცსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  232

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას.