Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 252 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი. 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-17 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულად ეგზავნება, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია. |