Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 4 ცენტრის სამართლებრივი სტატუსი. 1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 22. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში. 23. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას; ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 4 24. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით. 4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. 5. ცენტრის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10-2 მუხლების მოქმედება. |