FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  19

სპეციალური მოსარჩელე.
1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, აწარმოონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები, ასევე შესაბამის უწყებებს მიმართონ განცხადებითა და სარჩელით/საჩივრით, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის.
3. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები ამ მუხლში მითითებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას.
4. სპეციალური მოსარჩელე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  19

5. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი, რომლის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.