Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 13 ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში. 1. საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. 2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. |