FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  61

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაითვალისწინება. პარლამენტის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  61

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.
5. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება შესაძლებელია აგრეთვე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  61

6. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღისა იმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
7. დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებას.