Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 53 საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები. 1. ამ კანონის 5-1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა და სანებართვო პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. |
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 53 2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელების წესი, მათ შორის, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ცალკეულ მარშრუტებზე მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. |