FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  53

12. სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართული მაქსიმალური მასისა და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესი და პირობები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) დგინდება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
13. სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი უმაგრდება სპეციალურ ადგილებზე.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  53

სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება.
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება:
    ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა);
    ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;
    გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
    დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;
    ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
    ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  53

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის შედეგად − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტექნიკური ტალონი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციამდე ან რეგისტრაციის გაუქმებისას (აღრიცხვიდან მოხსნისას), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გაიცემა სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.).
5. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  53

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს/ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებების ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა).
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს თავად ან სააგენტოში.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციის სამინისტროს მიერვე განხორციელების შემთხვევაში იგი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ნომერს.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  53

9. ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის და ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
101. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. მიწისზედა ელექტროტრანსპორტს სანომრე ნიშნებს ანიჭებს შესაბამისი უწყება.