FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

საშეღავათო პირობები ბუნებრივი გაზის ახალი ინფრასტრუქტურისთვის.
1. ბუნებრივი გაზის საწარმოს მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებელი, ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტი და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი, შეზღუდული დროით გათავისუფლებულ იქნეს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დადგენილი, აგრეთვე 44-ე, 65-ე, 78-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი ვალდებულებებისგან, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) ინფრასტრუქტურის აშენებასთან დაკავშირებული ინვესტიცია ხელს უწყობს კონკურენციას ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაში და აუმჯობესებს მიწოდების უსაფრთხოებას;
    ბ) ინვესტიციის განხორციელება, თანამდევი რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათების დაწესების გარეშე;
    გ) ინფრასტრუქტურის მესაკუთრე პირი სულ მცირე სამართლებრივი ფორმით განცალკევებულია იმ სისტემის ოპერატორისგან, რომლის სისტემაშიც უნდა აშენდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
    დ) ინფრასტრუქტურით მოსარგებლეებს დაეკისრებათ საფასურის გადახდის ვალდებულება;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

ე) ამ მუხლის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენით ზიანი არ ადგება კონკურენციას და გაზის შიდა ბაზრის ან იმ რეგულირებადი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, რომელთანაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მიერთებული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები აგრეთვე გამოიყენება არსებული ინფრასტრუქტურის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდისა და გარდაქმნის შემთხვევებში, თუ აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი წყაროების განვითარების შესაძლებლობას წარმოშობს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის იღებს კომისია ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

4. თუ ინფრასტრუქტურა, რომლის მიმართაც მოთხოვნილია საშეღავათო პირობების დადგენა, გადაკვეთს საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა რომელიმე მხარის საზღვარს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს უფლება აქვს, კომისიასა და ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინოს საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ სარეკომენდაციო მოსაზრება, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს სარეკომენდაციო მოსაზრება მზადდება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში, რომელიც აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა.
5. თუ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, ისინი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. აღნიშნული 6-თვიანი პერიოდი აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

6. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო თავად განახორციელებს ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარეების მარეგულირებელი ორგანოების საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას, თუ:
    ა) მარეგულირებელი ორგანოები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, რომელიც აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც კომისიასა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს შორის უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი მოთხოვნა;
    ბ) არსებობს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ერთობლივი მოთხოვნა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შესახებ.
7. შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან ერთობლივად მოითხოვონ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის 3 თვით გაგრძელება.
8. კომისია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციებს მართავს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებსა და განმცხადებლებთან.
9. საშეღავათო პირობები შესაძლოა დაწესდეს ახალი ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული, მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრის მქონე ინფრასტრუქტურის სრული სიმძლავრის ან მისი ნაწილის მიმართ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

10. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საშეღავათო პირობების ხანგრძლივობისა და ინფრასტრუქტურაზე არადისკრიმინაციულ დაშვებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის საჭიროება. ამ მიზნით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაშენებელი დამატებითი სიმძლავრე ან არსებული სიმძლავრის ცვლილება, პროექტის განხორციელების ვადა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
11. საშეღავათო პირობების დადგენამდე კომისია განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესებს. წესები უნდა ითვალისწინებდეს ინფრასტრუქტურით პოტენციური მოსარგებლის მიერ სიმძლავრეზე ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესის გამოხატვის შესაძლებლობას ახალი ინფრასტრუქტურის სიმძლავრის განაწილებამდე, მათ შორის, საკუთარი მოხმარების მიზნით. ინფრასტრუქტურის გადატვირთვის მართვის წესები კომისიის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე შეთავაზების ვალდებულებასა და ინფრასტრუქტურით მოსარგებლის უფლებას, მეორეულ ბაზარზე ივაჭრონ სახელშეკრულებო სიმძლავრით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სიმძლავრის განაწილების პროცედურის შედეგები.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

12. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარემოება, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
    ა) საშეღავათო პირობების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის დეტალური მიზეზები, მათ შორის, ასეთი პირობების დადგენის აუცილებლობის განმაპირობებელი ფინანსური ინფორმაცია;
    ბ) კონკურენციასა და გაზის შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენის კვლევა;
    გ) გარემოებები, რომლებმაც განაპირობა საშეღავათო პირობების მოქმედების ვადა, და გაზის ინფრასტრუქტურის სიმძლავრის წილი, რომელზედაც ვრცელდება საშეღავათო პირობები;
    დ) სხვა ქვეყნებთან ან შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგები, თუ საშეღავათო პირობები დგინდება ურთიერთდამაკავშირებელთან მიმართებით;
    ე) ინფრასტრუქტურის წვლილი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნებისთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

13. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულების მიუხედავად, კომისია უფლებამოსილია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს მოსაზრების წარდგენის მოთხოვნით. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მოსაზრება ქვეყნდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
14. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დაუყოვნებლივ უგზავნის საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ მიღებული მოთხოვნის ასლს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად. აღნიშნული ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
15. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოუწოდოს კომისიას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისკენ ან ასეთი გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. 2-თვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 2 თვით, თუ:
    ა) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
    ბ) არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და კომისიის თანხმობა ვადის გაგრძელებაზე.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი ვადის ათვლა იწყება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მომდევნო დღიდან. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში არ მიეწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია, კომისიის შეტყობინება საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
    ა) მოთხოვნით განსაზღვრული ვადის გასვლამდე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და კომისიის თანხმობით გაგრძელდა ინფორმაციის მიწოდების ვადა;
    ბ) კომისია დასაბუთებული შეტყობინებით დაუდასტურებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილებას.
17. კომისია მხედველობაში იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებას საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ. თუ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება განსხვავდება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებისგან, კომისია გადაწყვეტილებასთან ერთად აქვეყნებს შესაბამის დასაბუთებას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  100

18. საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრების მოქმედება წყდება მისი მიღებიდან 2 წლის შემდეგ, თუ ამ ვადაში არ დაიწყება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ან მიღებიდან 5 წლის შემდეგ, თუ ინფრასტრუქტურა ამ ვადაში არ იქნა ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ დაყოვნება გამოწვეულია იმ პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რომლის მოთხოვნითაც დადგინდა საშეღავათო პირობები.