Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ article 12 დაწესებულების პასუხისმგებლობა. 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა. 2. დაწესებულება ვალდებულია აუნაზღაუროს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი, თუ ამ შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ დაწესებულებამ მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობანი, მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები დაწესებულების მონაწილეობით. 4. დაწესებულებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. |