Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ article 2 ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. |
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება; ბ) მოაწესრიგოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფორმა და მექანიზმები; გ) საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღსადგენად და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) უზრუნველყოს ფაუნის იშვიათი ან/და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (სარსარაკის (Tetrax tetrax), ბექობის არწივის (Aquila heliaca), სვავის (Aegipius monachus), ორბის (Gyps fulvus) და სხვა) დაცვა და შენარჩუნება; ე) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე უზრუნველყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია, აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელისა და ზურმუხტის ქსელის განვითარება; ვ) ხელი შეუწყოს ბუნების დაცვასთან თავსებადი მეთოდებითა და მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარებისთვის უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; |