FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  21

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება.
1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს:
    ა) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებიდან 5 წლის ვადაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა;
    ბ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობა;
    გ) საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეპარტამენტის მიერ საქმიანობის განმახორციელებლისთვის განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობა.
2. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ შეასრულებს საქმიანობის განხორციელების  ადგილის აღდგენის/რემედიაციის ამ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  21

3.  სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
4. სააგენტო დაუყოვნებლივ ატყობინებს საქმიანობის განმახორციელებელს, ასევე შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყებისა და მისი მიზეზების შესახებ.
5. საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება  შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.
6. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს.