Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მედიაციის შესახებ article 14 საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შემადგენლობა და ფუნქციები, მედიატორთა ერთიანი რეესტრი. 1. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას. 2. მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 3. მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები. 4. მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი და რომელიც ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 5. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის/მედიატორის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს აღნიშნული ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესს და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია. |
მედიაციის შესახებ article 14 6. მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. მედიატორთა ასოციაცია განსაზღვრავს იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. 7. მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე. იგი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების წელს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) მედიტორის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის თარიღს. 8. მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორებისაგან შედგება. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა და საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. 9. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: |
მედიაციის შესახებ article 14 ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული წესით მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ჩამოყალიბება; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის, აგრეთვე მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების წესის დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის ფიქსირებული ოდენობის საწევრო გადასახადის დაწესება. 10. მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრებისა და მედიატორთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. |