Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 26 საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება. 1. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. 2. მხარჯავ დაწესებულებებსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა. 4. ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და უწყებები რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში თანამშრომლობენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს. |