Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 75 განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლების სხვა პირისთვის მინიჭების შესახებ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცალკე არ საჩივრდება. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარი და სახელი; ბ) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) სარეგისტრაციო ნომერი; დ) დისციპლინური დარღვევის ჩამდენი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ე) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, დარღვევის არსი, მისი გამოვლენის დრო. თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო; ვ) მოწმისა და დაზარალებულის (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემები; ზ) მითითება დისციპლინური დარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე (მათი არსებობის შემთხვევაში). |
პენიტენციური კოდექსი article 75 4. თარჯიმნის მოწვევის შემთხვევაში ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში. 5. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს და კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. აღნიშნული განკარგულება წერილობითი უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ამ განკარგულების გასაჩივრების პროცედურა. 6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი მისი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს. 7. დისციპლინური დარღვევის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით. |