FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  113

ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა.
1. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან / და ქმედებას , რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა .
2. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული ), მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა .
3. მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით და შემდეგი პირობების დაცვით :
    ა ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება ბეჭდური სახით , ის უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას : „ გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას , გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს “;
    ბ ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება არაბეჭდური სახით , გამაფრთხილებელი მითითება უნდა გახმოვანდეს ;
    გ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში , როდესაც შესაძლებელია მისი როგორც ვიზუალურად აღქმა , ისე გახმოვანება , გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ჩანდეს (იკითხებოდეს ) არანაკლებ სამი წამის განმავლობაში და ასევე უნდა გახმოვანდეს .
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  113

4. რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით , რომ სარეკლამო ტექსტი შეესაბამება ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას .
5. დაუშვებელია , ფარმაცევტული პროდუქტის სარეკლამო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდებოდეს ამ პროდუქტის გამოყენების მომხმარებლისათვის განკუთვნილ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებებისაგან .
6. დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი , ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების , ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და პარასამკურნალო საშუალების სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა .
7. ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა თავისუფალია და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულისა .
8. სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის მონიტორინგს ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით .
9. რეკლამად არ ითვლება :
    ა ) ფარმაცევტული პროდუქტის მარკირება , ინსტრუქცია ;
    ბ ) საქმიანი კორესპონდენცია ;
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  113

გ ) ფაქტოგრაფიული , ინფორმაციული ხასიათის პროსპექტი და საცნობარო მასალა , თუ მათში ასახული ინფორმაცია შეეხება მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტის ცვლილებას ან / და სიფრთხილის ზომებს ;
    დ ) ჯანმრთელობასთან ან / და დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია , თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობაზე ;
    ე ) სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება .
10. პირველი და მეორე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების , ასევე საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება დაუშვებელია .