Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 137 დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება. 1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. 2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. 3. იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში. 5. დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირი. |