Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 71 სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები. 1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 4. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 71 5. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია. 6. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება შეუძლებელს ხდის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დაცვას, საქმის განხილვის ვადა აღნიშნული უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი ვადით გაგრძელებულად ჩაითვლება. |