Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 82 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა. 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. |