Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 14 აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა. 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას. 2. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, აგრეთვე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის. |