FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

ლიცენზიების გაცემა.
1. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლებრივად დასაბუთებული და არადისკრიმინაციული გზით, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს:
    ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი მოწყობილობებით ან საშუალებებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით გახანგრძლივება;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

ბ) ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული  ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისთვის − მათი ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და ასეთი მოწყობილობების მდგომარეობის ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი   დოკუმენტები,  ხოლო  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების  საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის − მათი საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა)  სასმელი  წყლის  წყალმომარაგების  სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი   წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე; ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;
    გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ პუნქტის „ბ.ა“  და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებით მესამე  პირების მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების ლიცენზიატი;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

დ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში  არსებული  ელექტრული  ან  ბუნებრივი  გაზის ქსელის ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
    ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ, მოთხოვნილი  ლიცენზიის  შესაბამისად,  კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება  მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას საჭიროებს, ხოლო მიერთების არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია მიერთების  წერტილის  ტექნიკური  პარამეტრების (მონაცემების) შესახებ, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ;
    ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია  მათი ღირებულებები, და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
    თ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საწარმოს აქვს კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან ან   წყალმომარაგების    საქმიანობასთან    დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  ადამიანური რესურსი, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ამ კანონის XI და XII თავებით დადგენილ მოთხოვნებს. სერტიფიცირებულ გადაცემის ლიცენზიის მაძიებელს არ მოეთხოვება სალიცენზიო განაცხადთან ერთად განცალკევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან დაკავშირებით ამ კანონის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მან კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
6. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას.
7. კომისია უზრუნველყოფს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების სრული სიის, შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, უფლებამოსილი საჯარო ორგანოებისა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და მუდმივ განახლებას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  13

8. ლიცენზიის გაცემა დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობით, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზირებული საქმიანობა, ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურება, ძირითად საშუალებათა (აქტივების) ადგილმდებარეობა, ლიცენზიის მოქმედების არეალი და ლიცენზიის გაცემის თარიღი. სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს კომისია.
9. ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი ჯეროვნად უნდა განემარტოს ლიცენზიის მაძიებელს.
10. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
11. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის ყველა შემთხვევა, მის მიზეზებთან ერთად, უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.