Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ article 3 სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები. 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის − ქურციკის (Gazella subgutturosa) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის მიზნებია: ა) უზრუნველყოს ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და მოვლა; ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ძეგლების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და ქურციკის პოპულაციის აღდგენის საჭიროების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ სამეურნეო საქმიანობას; ე) უზრუნველყოს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთობის განვითარება და გაძლიერება; |
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ article 3 ვ) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ხელი შეუწყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდგრად განვითარებას; ზ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისთვის უზრუნველყოს მეცნიერული კვლევა-ძიებისა და გარემოს მონიტორინგის განხორციელება; თ) უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერება და ხელი შეუწყოს მის ერთიანობას; ი) უზრუნველყოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ზურმუხტის ქსელის განვითარება. |