Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 190 საერთო კრების მასალების გაცნობა. 1. საერთო კრების დღის წესრიგის მასალები უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას. 2. თუ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია წესდების შეცვლა ან მისი ახალი რედაქციის მიღება, ცვლილების ან ახალი რედაქციის ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დოკუმენტაცია ყველა აქციონერს პირადად ეგზავნება. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან გამოაქვეყნონ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მათ მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტები და მიუთითონ ამ გადაწყვეტილებების საფუძვლები. |