Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 50 სალიკვიდაციო პროცესის დასრულება და სალიკვიდაციო ანგარიშის წარდგენა. 1. საპენსიო კომპანიის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან და საპენსიო კომპანიის ყველა აქტივის რეალიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიკვიდატორი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო უწყისი და ლიკვიდაციის პროცესში მის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედების შესახებ ანგარიში. 2. სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო უწყისისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ. 3. სამსახური საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით. 4. ამ კანონით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა ან/და წესი არ გამორიცხავს მონაწილის რეგრესის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ლიკვიდატორის, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, ფიდუციური ვალდებულების მქონე პირების ან ასეთ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის (პირების) ან ასეთი პირების მაკონტროლებელი პირების მიმართ. |