Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 12 ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. 1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე. 3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. |