FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  26

ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა.
1. ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. იგი შუამდგომლობას წარუდგენს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  26

3. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს თანხმობის მისაღებად. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევების გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებას. აღნიშნული საფრთხის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელი. მისი დადებითი ან უარყოფითი დასკვნა შეიტანება შესაბამის ოქმში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  26

5. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ოჯახში ცხოვრების ისეთივე უფლება, როგორიც სხვა ბავშვს. დაუშვებელია ბავშვის მშობლისგან განცალკევება იმის გამო, რომ ბავშვი ან მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
7. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის მშობლისგან განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  26

8. დაუშვებელია მშობლისგან განცალკევებული ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი ბავშვის სისხლის სამართლის წესით დაკავება, დაპატიმრება ან მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის გამო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასეთ შემთხვევაში ბავშვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო დროებითი ალტერნატიული ზრუნვა, მხარდაჭერა მისი ოჯახთან გაერთიანების მიზნით და დაცვა მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.