FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  19

საქართველოში მშვილებლად დასარეგისტრირებლად მიმართვა და წარსადგენი დოკუმენტები.
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი უნდა წარუდგინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ბ) ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი – განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი – მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში;
    გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
    დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას);
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  19

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილება. ამასთანავე, მან მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება აღრიცხვიდან;
    ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;
    ზ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა;
    თ) შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
3. განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სქესისა და წარმომავლობის შესახებ და სხვა მონაცემებს. ეს ინფორმაცია დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  19

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო შვილად აყვანის მსურველი პირის განაცხადისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ/პირის მშვილებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მას აღნიშნულ პირს აცნობებს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე.