Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 43 საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები. 1. საინვესტიციო ფონდების შერწყმა შესაძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ-8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით. 2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსთვის წინასწარ შეტყობინებას, რომლის განხორციელების წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. 3. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს, თუ მიმღები საინვესტიციო ფონდი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია. 4. დაუშვებელია ღია და დახურული საინვესტიციო ფონდების შერწყმა, ინტერვალური საინვესტიციო ფონდის შერწყმა ღია ან დახურულ საინვესტიციო ფონდთან, აგრეთვე არსებითად განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდების შერწყმა. 5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს ან სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ან მის ქვეფონდს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 43 6. საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია შეერწყას სხვა საინვესტიციო კომპანიას. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს ან სხვა საინვესტიციო კომპანიას ან მის ქვეფონდს. 7. საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების რეორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებები გამოიყენება საინვესტიციო კომპანიებთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. საინვესტიციო ფონდების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) დაუშვებელია. 9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი წესები ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 10. საინვესტიციო ფონდებისთვის ამ თავით დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად. |