Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 21. კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 22. ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს, რომელსაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს ამ კანონით დადგენილი წესით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულმა ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ამ უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 გარდამავალი დებულებანი. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. 2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან. 4. (ამოღებულია - 28.12.2005, №2564); 5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. 7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ; გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე; დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე; ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე; ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე. 7-1 . კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე: ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ; |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ “ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს. 8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“. 10 . (ამოღებულია – 08.04.2011, №4526). 12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება. 14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“. 17. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 18 . პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში. 19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 64 20. იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომელსაც ავტორიზებული პირები შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით იყენებენ და რომლით სარგებლობის ლიცენზიაც მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის №4526-Iს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისთვის მოიპოვება ამ კანონის 47-1 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი მოქმედების ვადა არ გრძელდება. |