Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგოეფექტურობის შესახებ article 17 ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. 1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაში და სხვა ობიექტზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების ან ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც გამოიყენება ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, გარდა საცხოვრებელი შენობისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 17 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 17 ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. 1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე. |