Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 41 1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ: ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე; გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები; დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 41 3. მონაცემები ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და ამის თაობაზე ცნობას აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში. |