Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 15 ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია. 1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით. 4. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |