Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 9 გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოება და ფიზიკური დაცვა, ბირთვული ავარიის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციის და კანონით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №488); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარიაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა; ვ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1690); ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 9 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები არიან: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და მაიონებელი გამოსხივების კონტროლის ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შემცველი ობიექტებისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების კოორდინაცია; ბ-1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; |