Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამრეწველო ემისიების შესახებ article 22 საქმიანობის შეწყვეტა. 1. საქმიანობის განმახორციელებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტამდე უნდა შეაფასოს საქმიანობის განხორციელების ადგილზე სახიფათო ნივთიერებებით ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მდგომარეობა. 2. თუ დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვია ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების საბაზისო ანგარიშით დადგენილ მდგომარეობაზე მეტად დაბინძურება, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები ამ დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელების ადგილის საბაზისო ანგარიშში მითითებულ მდგომარეობამდე აღდგენა, ტექნიკურად განხორციელებადობის შესაძლებლობის შემთხვევაში. 3. თუ საქმიანობის განმახორციელებელს საბაზისო ანგარიშის მომზადება არ მოეთხოვება, მან საქმიანობის შეწყვეტისას უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილი ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების გამო მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს. 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საქმიანობის შეწყვეტამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის განზრახვის შესახებ. |