FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  12

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხს სასამართლო განიხილავს შესაბამისი განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს და ნიშნავს ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  12

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილება/თვითაცილება.
1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის:
    ა) ამ საქმეში თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
    ბ) ამ საქმის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
    გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი.