Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეწარმეთა შესახებ article 191 საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატებისა და მისაღები გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის უფლებები. 1. კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს და: ა) მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი; ბ) წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა იწვევს საერთო კრების იმ დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, რომელიც უკვე მიეწოდა აქციონერებს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციონერებს საერთო კრების სააღრიცხვო დღემდე მიაწოდოს განახლებული დღის წესრიგი ამ კანონის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ საერთო კრების განახლებული დღის წესრიგის აქციონერებისთვის მიწოდების ვალდებულება სააღრიცხვო დღის შემდეგ წარმოიშობა, იგი მიწოდებული უნდა იქნეს საერთო კრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე, რათა აქციონერებს საშუალება ჰქონდეთ, დანიშნონ წარმომადგენლები ან ხმა მისცენ წერილობით. |
მეწარმეთა შესახებ article 191 3. ხმის უფლების მქონე აქციათა სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრად ასარჩევ პირთა კანდიდატურები, თუ იგი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დღემდე სულ მცირე 14 დღით ადრე წარუდგენს სათანადო განცხადებას/წინადადებას ხელმძღვანელ ორგანოს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს აღნიშნული კანდიდატებისთვის კანონით დადგენილ საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ შეთავაზებული საკითხი შესაბამისი განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია განცხადების წარდგენის ვადა ან საკითხი არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას. საერთო კრების დღის წესრიგში შესატანი ცვლილების, აგრეთვე აქციონერის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების პროექტის მიმართ შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება გამოქვეყნების შესახებ ამ კანონის 189-ე მუხლით დადგენილი წესები. |
მეწარმეთა შესახებ article 191 5. საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ აქციონერთა განცხადებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილება. შესაბამისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას. 6. საერთო კრების დღის წესრიგი საერთო კრებაზე შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კრებას ყველა აქციონერი ესწრება. საერთო კრების დღის წესრიგში აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეტანილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. |