FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  51

სამსახურის უფლებამოსილებები.
1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირება, მათ შორის, გასცეს და გააუქმოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია.
2. ამ კანონის შესაბამისად სამსახური ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას.
3. სამსახური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე ადგენს:
    ა) კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებით პირობებსა და მოთხოვნებს;
    ბ) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებს;
    გ) უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურასა და წესს;
    დ) საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესს;
    ე) საპენსიო კომპანიის საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალურ მოთხოვნებსა და წესს;
    ვ) საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და მისი დადგენის წესს;
    ზ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესს;
    თ) საპენსიო აქტივების ინვესტირების წესს;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  51

ი) საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესს; კ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს, კომპენსაციის და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს;
    ლ) საპენსიო აქტივების გადატანის წესს;
    მ) საპენსიო კომპანიების შერწყმის წესს;
    ნ) საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას;
    ო) მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნებს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია იქნება ცალსახა, ადვილად აღსაქმელი და გასაგები;
    პ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს მონაწილეების, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
    ჟ) პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესებს, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესებს;
    რ) პენსიის პროგრამული გატანის წესს/ინსტრუქციას;
    ს) საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალურ მოთხოვნებს;
    ტ) რისკების მართვის წესებს;
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  51

უ) ფულადი ჯარიმის ოდენობას და დაკისრების წესს;
    ფ) იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული.
4. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის შემოწმება ადგილზე ან დისტანციურად, მათ შორის:
    ა) მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    ბ) შეაფასოს ხარისხობრივი მახასიათებლები საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებით;
    გ) შეაფასოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები;
    დ) შეაფასოს საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის კუთხით.
5. სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარისგან მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  51

6. სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, დარღვევის საფუძვლისა და სიმძიმის შესახებ) მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირების მიზნით.
7. სამსახური ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და გადაწყვიტოს ნებაყოფლობით კერძო პენსიასთან დაკავშირებული მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიები.
8. სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადატანის პროცესებს.
9. სამსახური ამ კანონის შესაბამისად ნიშნავს საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორს.
10. სამსახური უფლებამოსილია გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს წინასწარი განჭვრეტის და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.
12. სამსახური ამ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ფორმებს.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  51

13. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევისთვის დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, საპენსიო სქემების დამფუძნებლებს (გარდა აქტივების მმართველი კომპანიისა), გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. ფულადი ჯარიმის ოდენობასა და დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახური.
14. სამსახურს უფლება აქვს, დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირების დამატებითი წესები.
15. სამსახური აქვეყნებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.