Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 25 სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი. 1. სასაზღვრო ზონა, როგორც წესი, დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონის, ქალაქის, სოფლის, თემის, დაბის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. სასაზღვრო ზონაში (სადაც ის დგინდება) შედის საქართველოს შიდა წყლების ნაწილი და ამ წყლებში მდებარე კუნძულები. 2. სასაზღვრო ზოლი დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე ან საზღვარზე გამავალი ზღვის, მდინარის, ტბის, წყალსატევის ნაპირების გასწვრივ. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. „4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“; |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 25 5. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა. |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 25 6. სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიებზე. |