გაეცანით საქართველოს კანონმდებლობას იურიდიული კითხვის დასმით
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 5 რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები. 1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით; დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შესაბამის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაზე ზედამხედველობა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 5 დ) დაინტერესებული პირებისა და ქვეყნებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აღკვეთა; გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი დანაყოფების მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების ამოღებაში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განსათავსებლად რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებაში მონაწილეობა. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; |
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 5 გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; თ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების მართვა; |
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 5 გ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია; ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. 6. დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით. |