გაეცანით საქართველოს კანონმდებლობას იურიდიული კითხვის დასმით
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 9 საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები. 1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით. 4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე. 5. საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 6. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 9 7. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს. 8. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი, რომელიც გადაიხდება გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს. 9. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, რომლის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 10. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 9 11. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით. |