FantasticSearch

Перейти к: ВопросОтветы

Изучай законы Грузии, задавая юридические вопросы

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  26

ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები.
1. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე.
3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში.
4. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  26

6. ადვოკატი უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ამ მუხლით დადგენილ ვადებში სამსახურის ნაცვლად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანომ იმავე სამუშაო დღეს სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი).